გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ეგზიტპოლების სისტემა უნდა გაუქმდეს
გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ეგზიტპოლების სისტემა უნდა გაუქმდეს

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეგზიტპოლების სისტემა უნდა გაუქმდეს.

როგორც ჟურნალისებს ახვლედიანმა განუცხადა, საზოგადოებაზე სპეკულაციური ზემოქმედება უნდა დასრულდეს.

„ძალიან ბევრ საკითხზე უკვე შეთანხმება მიღწეულია. ეს ყველაფერი რაც უფრო მალე აისახება კანონში, მით უფრო უკეთესი იქნება საარჩევნო გარემოსთვის. არის საკითხებიც, რაც განსახილველია. იგი უკავშირდება საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებასა და საარჩევნო კომისიების წევრების თანაბრად გადანაწილებას. არგუმენტს ვერ მივიღებთ, რომ ერთ პარტიას შეიძლება კომისის სამი წევრი ჰყავდეს, სხვას ნაკლები. თუ სამართლიან არბიტრზე ვსაუბრობთ, პარიტეტი უნდა იყოს და თითო კომისიის წევრი ყველა პარტიას უნდა ჰყავდეს. ასევე ვითხოვთ, რომ ეგზიტპოლების აკრძალვა მოხდეს, რადგან შეიძლება, ეს სერიოზული პრობლემის შექმნის საფუძველი გახდეს სამპროცენტიანი ცდომილების პირობებში”, – განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის მიზნით, კაჭრეთში საარჩევნო თემატიკაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა, ოპოზიცია, ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.