საარჩევნო თემატიკაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი კაჭრეთში შეხვედრას მართავს
საარჩევნო თემატიკაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი კაჭრეთში შეხვედრას მართავს

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის მიზნით, კაჭრეთში საარჩევნო თემატიკაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა, ოპოზიცია, ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, ეუთო-ს რეკომენდაციები ცვლილებებში მაქსიმალურად უნდა აისახოს.

„საკმაოდ კონსტრუქციული პროცესი მიმდინარეობს. ჩვენი მხრიდან ყველა პირობაა შექმნილი, რომ სამოქალაქო სექტორთან და პოლიტიკურ პარტიებთან მაქსიმალური შეთანხმებით მოხდეს ისეთი ცვლილებების განხორციელება, როგორიცაა პარტიების დაფინანსების სისტემის შეცვლა, მედიაზე წვდომა, საეთერო დროის განაწილება, საარჩევნო კამპანიის ჩატარების წესები და სხვა რეკომენდაციები“, – განაცხადა თალაკვაძემ.