გიორგაძემ „ვორსკლასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა
გიორგაძემ „ვორსკლასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ანდრო გიორგაძემ პოლტავას „ვორსკლასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა – ინფორმაციას პოლტავური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 22 წლის ქართველი მცველისა და „ვორსკლას“ ახალი შეთანხმება 2019/2020 სეზონის ბოლომდეა გათვლილი.

ქართველი პოლტავის „ვორსკლაში“ 2017 წლის ზაფხულში ჩაირიცხა – მანამდე ის მარტვილის „მერანში“ თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში, ფეხბურთელებმა „ვორსკლას“ ფორმით 14 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და მისი ფორმით ხუთი მატჩი ჩაატარა. ის „ვორსკლაში“ მეორე ქართველია – კლუბის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სანდრო კობახიძეა. გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკეტის“ (transfermarkt) ცნობით, ანდრო გიორგაძის სატრანსფერო ფასი 400 ათასი ევროა.