გიორბელიძის პირველი სიმბოლური - საქართველოს ნაკრების მცველი ავსტრიაშიც დააფასეს #1TVSPORT
გიორბელიძის პირველი სიმბოლური - საქართველოს ნაკრების მცველი ავსტრიაშიც დააფასეს #1TVSPORT

გურამ გიორბელიძე ავსტრიის ბუნდესლიგის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – საქართველოს ნაკრებში ჩატარებული წარმატებული თამაშების შემდეგ, 24 წლის მარცხენა მცველმა თავი საკლუბო დონეზეც გამოიჩინა.

ეს ავსტრიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში მოხდა, სადაც ქართველების გუნდების დაპირისპირებაში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ შინ ლუკა ლოჩოშვილისა და გური გიორბელიძისვოლფსბერგერთან“ 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო – მანამდე, ხშირად შეცვლაზე მოთამაშე გიორბელიძე სანაკრებო მატჩებიდან დაბრუნების შემდეგ ზედიზედ სამი შეხვედრაა, „ვოლფსბერგერის“ სასტარტოში ხვდება. საერთაშორისო სტატისტიკურმა ვებგვერდმა, sofascor-მა მისი თამაში 10-ბალიან სისტემაში 7,2 ქულით შეაფასა.

ეს ტურში მარცხენა მცველებს შორის საუკეთესო შეფასება გამოდგა და sofascor-მა გური გიორბელიძე ავსტრიის ბუნდესლიგის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, რაც მისთვის პირველი აღიარება გახლდათ.