გილმორი - შეკრებაზე მოგება კარგია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი კარგად მომზადებაა #1TVSPORT
გილმორი - შეკრებაზე მოგება კარგია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი კარგად მომზადებაა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ ნახევარმცველმა, ლუქმან გილმორმა თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში ტიმიშოარას „რიპენსიასთანგამაჯვებასა და სეზონისთვის გუნდის მზადებაზე ისაუბრა:

„დღეს კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ყოველნაირად ვცდილობთ, კარგად შევასრულოთ მწვრთნელის დავალებები, მივყვეთ მის ინსტრუქციებსა და მითითებებს. თამაშის მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ მზადების ამ ეტაპზე ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, აქ გაცილებით საყურადღებო ტაქტიკური მუშაობა და შეცდომების გამოსწორებაა“, – ამბობს ლუქმან გილმორი.

მისი თქმით, შეკრებაზე წინა საკონტროლო შეხვედრის წაგება რუსეთის პირველი ლიგის ლიდერ ვორონეჟის „ფაკელთან“ (0:4) ჭკუისსასწავლი გაკვეთილი იყო:

„წინა თამაშის შემდეგ ჩვენ გავაანალიზეთ შეცდომები, გავაუმჯობესეთ თამაში და დღეს გავიმარჯვეთ. შეცდომების აღმოფხვრაზე მუშაობა გაგრძელდება და ჩემპიონატის დაწყებამდე ძალიან კარგი გუნდი გვეყოლება“, – განაცხადა წყალტუბოს „სამგურალის“ ნახევარმცველმა.