გიგი წერეთელი - ლავროვის განცხადება არის თვალთმაქცობა
გიგი წერეთელი - ლავროვის განცხადება არის თვალთმაქცობა

სერგეი ლავროვის განცხადება არის გაუგებარი კომპოზიცია. ეს არის გამართლება არალეგიტიმურობისა და უკანონობის, რაც მოხდა საქართველოს რეგიონებში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – ასე პასუხობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას.

სერგეი ლავროვმა ავსტრიაში, ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ რუსეთი პატივს სცემს საქართველოს მთლიანობას, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას.

„როგორ შეიძლება, აღიარებდე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამავე დროს აღიარებდე იმ სუბიექტებს, რომლებიც რუსეთის მმართველობის ქვეშ არიან და რუსეთი მათ ოკუპაციას განაგრძობს. ეს არის თვალთმაქცობა, რომელიც სამწუხარო პრეცედენტია, ამიტომ ხდება ყველა მხრიდან ზეწოლა“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.