გიგი უგულავას დაზიანებულ ბანერს ექსპერტ-კრიმინალისტები ათვალიერებენ

08:49, 28.04.2018

ვანში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის გიგი უგულავას დაზიანებულ ბანერთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გიგი უგულავას ბანერზე კანდიდატის გამოსახულებას თავი აქვს ამოჭრილი. მომხდარის შესახებ დღეს, დილით გახდა ცნობილი.

დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ.

მსგავსი