ვანში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის გიგი უგულავას ბანერი დააზიანეს
ვანში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის გიგი უგულავას ბანერი დააზიანეს

პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ცნობით, ვანში მათი პარტიის კანდიდატის გიგი უგულავას ბანერი დააზიანეს.

„არჩევნების დღე დარღვევებით დაიწყო ვანში. დაზიანებულია ქალაქის ცენტრში განთავსებული, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის გიგი უგულავას ბანერი“, – აცხადებენ პარტიაში და შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებენ.

მათივე ცნობით, ასევე, გიგი უგულავას პლაკატი სოფელ კონტუათთანაც დააზიანეს და ჩამოხიეს.

დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ.