გიგი უგულავა – სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ გიორგი გახარიას, მხოლოდ ადამიანური თანადგომით გადავრჩებით და გავიმარჯვებთ

12:30, 15.01.2025

სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ გიორგი გახარიას, მხოლოდ ადამიანური თანადგომით გადავრჩებით და გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიიტკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

„ღამე მას თავს დაესხნენ ქოც-რუს-ზონდერ დეპუტატები. აქვე ვიტყვი, დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას შვრებოდა ადრე. გახარია იყო შს მინისტრი, როცა მე და გოკა გაბაშვილს აეროპორტში ზონდერ ძიუდოისტები დაგვეცნენ, ხოლო შსს-მ საქმე ჩემზე აღძრა, თითქოს მე ვცემე ძიუდოში ევროპის ვიცეჩემპიონი. ცოდვები ჩვენც ბევრი გვაქვს და მას მხოლოდ ბრძოლით თუ გამოვასწორებთ.

იქით რუსის ზომბები არიან, აქეთ ადამიანები ვართ. ყველანაირი – ცუდიც, კარგიც. მხოლოდ ადამიანური თანადგომით გადავრჩებით და გავიმარჯვებთ“, – წერს გიგი უგულავა.

გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი