გიგი უგულავა აქვეყნებს დღევანდელი რიცხვით დათარიღებულ გამოკვლევის პასუხს და აცხადებს, რომ სრულიად ჯანმრთელია
ფოთში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს დღევანდელი რიცხვით დათარიღებულ კოვიდტესტის პასუხს და აცხადებს, რომ სრულიად ჯანმრთელია.
„მეგობრებო, გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა. ცხადია, მე არასდროს არც ჩემს და მით უმეტეს, არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ. ამას მათთვის ვამბობ, ვინც მართლა შეწუხდა და განიცადა.
წყალწაღებულ ხელისუფლებასთან, მათ პროპაგანდონებთან, რომლებსაც მხოლოდ „გამოჭერა“ აინტერესებთ, ხალხის ჯანმრთელობა კი ფეხზე ჰკიდიათ, არაფერი მაქვს სათქმელი.
და ბოლოს, აიცერით ხალხნო. ნუ იქნებით მთავრობის იმედად. აიცერით, რომ კარგად იყოთ თქვენც და თქვენი ახლობლებიც. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – წერს გიგი უგულავა.
