გიგი უგულავა აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ აჭარის რეგიონულმა ხლმძღვანელმა სუს-ისგან ფული აიღო
რაულ თავართქილაძე მოიქცა ამორალურად და არაკაცურად, მან აიღო ფული სუს-ისგან, -ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს კოორდინატორების პარტიიდან წასვლა.
„ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც ფიზიკურად ეტყობოდა სუს-ის კვალი და „ქართული ოცნების“ დაწერილ ტექსტს კითხულობდა. მათთვის კარგად იყო ცნობილი, რომ ჯერ კიდევ 5 თვის წინ„ ევროპულმა საქართველომ“ ხელი მოაწერა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მემორანდუმს, რომ მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატისთვის დაგვეჭირა მხარი. ეს ხალხი თავად მონაწილეობდა პროცესში„ არა სალომე ზურაბიშვილს“. ეს ფაქტი მეტყველებს, როგორ აფუჭებს მორალურად და ზნეობრივად „ქართული ოცნება“ ადამიანებს”,-განაცხადა გიგი უგულავამ
მისივე განცხადებით, ორგანიზაციების ხელმძღვანელებს პარტიის წესდების თანახმად, არჩევნების გზით შეარჩევენ. მანამდე კი, აჭარის კოორდინატორის ფუნქციას დროებით, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი პეტრე ზამბახიძე უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ რიგები დღეს სრული შემადგენლობით დატოვეს პარტიის აჭარის რეგიონული და მუნიციპალიტეტების ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა. განცხადება პარტიის ბათუმის ოფისში აჭარის რეგიონულმა ხელმძღვანელმა რაულ თავართქილაძემ გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი „ევროპული საქართველოს“ მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა გახდა.