მერაბ გიგაურისა და დავით ვოლკოვის„გაბალამ“ გასვლაზე „ზირასთან“ მატყჩი 1:1 დაასრულა, „გაბალას“ თავდამსხმელმა ულვი ისქანდეროვმა ეს ერთად-ერთი გოლი ქართველის საგოლე გადაცემის შემდეგ გაიტანა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში სიმბოლურ ნაკრებს საერთაშორისო სტატისტიკური პროგრამის, „ინსტატ ინდექსის“ მონაცემების მიხედვით ადგენენ, რომელიც მარტივად მარგი ქმედების კოეფიციენტად შეიძლება მივიჩნიოთ. აქ მოცემულია ჯამური მაჩვენებელი, თუ რამდენი ირბინა მოთამაშემ, დარტყმების და ორთაბრძოლების რაოდენობა, გადაცემების და მოგებული ბრძოლების სიზუსტე.
„ზირასთან“ გიგაურმა 296 ქულა დააგროვა. აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატში უკვე შვიდი შეხვედრა ჩატარდა, 26 წლის ქართველი საყრდენი ნახევარმცველი კი 11 რჩეულში ბოლო სამ შეხვედრაში მეორედ დაასახელეს.