„გაბალას“ ქართველი ნახევარმცველი მერაბ გიგაური აზერბაიჯანის ჩემპიონატის 11-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს – ინფორმაციას აზერბაიჯანის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ამავე დროს, გიგაური თანაგუნდელ დავით ვოლკოვთან ერთად ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. პრემიერლიგის მე-11 ტურში „გაბალამ“ ერთ-ერთი ლიდერი, „სიბაილი“ 3:0 ქართველების კარგი თამაშით დაამარცხა. ვოლკოვმა თავი დუბლით გამოიჩინა, გიგაურმა კი მეტოქეს ნახევარდაცვაში გასაქანი არ მისცა.
აზერბაიჯანის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფიციალური გვერდის ცნობით, „ინსტატ სპორტის“ სტატისტიკით, „გაბალას“ საყრდენმა ნახევარმცველმა 319 ქულა დააგროვა, რაც ტურში საუკეთესო მაჩვენებელია. ხოლო მეორე ადგილზე დავით ვოლკოვი გავიდა – 313 ქულა.