მერაბ გიგაური - იმედი მაქვს, ქუთაისელ ქომაგს მომავალ სეზონში უფრო მეტად გავახარებთ #1TVSPORT
მერაბ გიგაური - იმედი მაქვს, ქუთაისელ ქომაგს მომავალ სეზონში უფრო მეტად გავახარებთ #1TVSPORT

საქართველოს თასის ფინალში „ლოკომოტივი 2“-თან გამარჯვებასა და ტიტულის მოპოვებაზე კომენტარი ქუთაისის „ტორპედოს“ ნახევარმცველმა, მერაბ გიგაურმა გააკეთა, რომელიც გუნდს წელს დაუბრუნდა და მის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა.

„სიხარულისგან ემოციებს ვერ ვმალავთ. ვულოცავ „ტორპედოს“ ყველა ქომაგს ამ წარმატებას. მიმაჩნია, რომ ეს ტიტული დამსახურებულად მოვიგეთ და ის ჩვენი მომავალი წარმატებების საფუძველი უნდა გახდეს.

გვქონდა წარმატებული პერიოდი, მაგრამ შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო, გუნდი, ფაქტობრივად, დაიშალა. ამ სეზონში კახა ჩხეტიანმა ისევ ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება დაიწყო, რაც ამ ტიტულის მოპოვებით დამტკიცდა.

იმედი მაქვს, მომავალ სეზონში უფრო მეტად გავახარებთ ქუთაისელ გულშემატკივრებს, რომლებიც საქართველოში საუკეთესოები არიან. მათი თანამდგომა მთელი სეზონის განმავლობაში დადებითად მოქმედებდა, დღეს კი ისეთი განწყობა შეგვიქმნეს, წარმოუდგებნელი იყო, რომ არ მოგვეგო“, – განაცხადა მერაბ გიგაური.

შეგახსენებთ, რომ კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით „ტორპედომ“ ჯამში მე-6 ტიტული მოიპოვა – ერთხელ გახდა ჩემპიონი (2017), ორჯერ სუპერთასის მფლობელი, ხოლო საქართველოს თასზე გამარჯვებების რაოდენობა სამამდე გაზარდა. სულ კი „ტორპედო“ თავის ისტორიაში თასს მეხუთედ დაეუფლა.