გიგანტური სლალომი | პირველი დაშვების შემდეგ ნინო წიკლაური 55-ე ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ქალთა გიგანტურ სლალომში მონაწილეობა მიიღო ქართველმა ნინო წიკლაურმა.
მან პირველი დაშვება 69-ე ნომრად შეასრულა და 55-ე ადგილი დაიკავა (1:12.39 წთ). დღესვე გაიმართება მეორე დაშვება.
გიგანტურ სლალომში პირველი ეტაპის შემდეგ ლიდერობს იტალიელი ფრედერიკა ბრიჯონე (1:03.23 წთ).
შეგახსენებთ, რომ წიკლაური ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ მონაწილეობს. ოლიმპიადებზე საუკეთესო შედეგი მას 2022 წელს ჰქონდა – 34-ე ადგილი, ხოლო კარიერის საუკეთესო შედეგი 2025 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე სლალომში 28-ე ადგილია.