გიგა გვენცაძის წიგნის, „მიდის სანახავად“ პრეზენტაცია გაიმართა #1TVSPORT
გიგა გვენცაძის წიგნის, „მიდის სანახავად“ პრეზენტაცია გაიმართა #1TVSPORT

„ბიარ თაიმში“ საზოგადოებრივი მაუწყებელის სპორტული კომენტატორის, გიგა გვენცაძის წიგნის, „მიდის სანახავად“ პრეზენტაცია გაიმართა.

ცნობილ კომენტატორს წიგნის სახელი შემთხვევით არ შეურჩევია – ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას პორტუგალიასთან პენალტის დანიშვნამდე ემოციურად ნათქვამი სიტყვები გულშემატკივრებმა აიტაცეს, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და წლის ფრაზა გახდა.

ამ ფრაზის ინსპირაციით დაამზადეს ღვინის ეტიკეტი, გააკეთეს წარწერები მაისურებზე, მიუღძვნეს სიუჟეტები, გადაცემები და გადაიღეს კლიპები.

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქართველი ვეტერანები, ფეხბურთის ფედერაციის, მედიისა და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.

პრეზენტაციაზე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ აბაიშვილმა განაცხადა, რომ ორი ვადის დასრულების შემდეგ თანამდებობიდან მიდის და ამ პოზიციაზე მხარს უჭერს გიგა გვენცაძეს, რომელიც მისი გუნდის კანდიდატია.