საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საუკეთესოები გამოავლინა - გიგა გვენცაძეს კოტე მახარაძის სახელობის პრემია გადასცეს
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საუკეთესოები გამოავლინა - გიგა გვენცაძეს კოტე მახარაძის სახელობის პრემია გადასცეს

დასრულდა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც სპორტსმენებსა და ჟურნალისტებს სხვადასხვა კატეგორიებში აჯილდოვებენ.

საქართველოს პირველი არხის ტელეკომენტატორ გიგა გვენცაძეს საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციამ წლის ტელეჟურნალისტისთვის განსაზღვრული კოტე მახარაძის სახელობის პრემია გადასცა. სპორტულ რადიოჟურნალისტთათვის დაწესებული ჯილდო – ეროსი მანჯგალაძის სახელობის პრიზი ჟურნალისტ ნინო თვალავაძეს გადასცეს. დემიკო ლოლაძე გურამ თიკანაძის პრემიის მფლობელი გახდა. სპორტულ თემატიკაზე წლის გამორჩეული გამოცემისთვის დაწესებული ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემია ზურა თალაკვაძეს ერგო.

საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ტიტული კალათბურთელ გოგა ბითაძემ დაიმსახურა. წლის საუკეთესო მწვრთნელი ძალოსნობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ასანიძე გახდა. საუკეთესო გუნდის სტატუსი ძალოსნობის ნაკრებს ერგო. საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი დასახელდა.  საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი – ძალოსანი ლაშა ტალახაძეა. მეორე ადგილზე მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი გავიდა, ხოლო მესამეზე ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი.