გიგა ფარულავა - ხელისუფლებას ემიგრანტები და მათი პოზიცია არ აინტერესებს, ცვლილება ემიგრანტებს უფლებას ართმევს, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა
ხელისუფლებას ემიგრანტები და მათი პოზიცია არ აინტერესებს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილებები ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ართმევს.
„ამ ადამიანებს ნორმალურ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს ვერ სთავაზობენ და ქვეყნიდან მიდიან, რათა თავი გადაირჩინონ. ეს ცვლილებები ემიგრანტებს კონსტიტუციურ უფლებას ართმევს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. შესაბამისად, როცა ემიგრანტებს მოუწოდებენ, ჩამოვიდნენ და ხმა ადგილზე მისცენ, დამერწმუნეთ, ეს ადამიანები აქედან კარგ ცხოვრებას არ გაქცევიან, წავიდნენ, რათა საკუთარი ოჯახები და მომავალი გადაარჩინონ“, – განაცხადა გიორგი ფარულავამ.