გიგა ბუკია - გვაქვს მოლოდინი, რომ ანაკლიის კონსორციუმი დროულად იპოვის წილის მფლობელებს და მეექვსეჯერ გადავადებული პასუხისმგებლობის შესრულებაში პრობლემები არ ექნება
გიგა ბუკია - გვაქვს მოლოდინი, რომ ანაკლიის კონსორციუმი დროულად იპოვის წილის მფლობელებს და მეექვსეჯერ გადავადებული პასუხისმგებლობის შესრულებაში პრობლემები არ ექნება

ხელისუფლება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს სრული პასუხისმგებლობით ეკიდება და ასრულებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა, გიგა ბუკიამ განაცხდა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით უკვე მილიონობით ლარია დახარჯული.

„ვალდებულებებზე, რაც ხელისუფლებას აქვს აღებული სამუშაო პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და ხელისუფლება თავის აღებულ პასუხისმგებლობას სრული პასუხისმგებლობით უდგება. ვიცით, რომ ასობით მილიონი ლარია უკვე დახარჯული იმისთვის, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შესაბამის ვადაში ჩაბარდეს ხელისუფლების მხრიდან აღებული ვალდებულებები. სამწუხაროდ, კონსორციუმი ჯერჯერობით ვერ ახერხებს აღებული პასუხისმგებლობის შესრულებას. ვალი და ჯარიმაც კი, რომელიც 14 მილიონ ლარზე მეტი იყო, ხელისუფლებამ გაუნულა, ასევ თქვათ, აპატია. ველოდებით, რომ კონსორციუმი თავის პასუხისმგებლობას პირნათლად შეასრულებს“, – განაცხადა გიგა ბუკიამ.

რაც შეეხება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული „კონტი ჯგუფის“ გასვლას, დეპუტატის შეფასებით, ეს მათი შიდა საკითხია.

„ეს არის შიდა პროცესი და ჩვენ კონსორციუმის მიმართ გვაქვს მოლოდინი, რომ დროულად იპოვის ამ წილის მფლობელებს და თავის მიერ მეექვსეჯერ გადავადებული პასუხისმგებლობის შესრულებაში პრობლემები არ ექნება“, – განაცხადა გიგა ბუკიამ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოუწოდებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, უმოკლეს ვადებში წარუდგინოს მთავრობას დროში გაწერილი გეგმა კონსორციუმის 42 პროცენტიანი წილის მქონე ამერიკული კომპანია  – „კონტი ჯგუფის” ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილებისა და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორით იგივე მოცულობით ჩანაცვლების თაობაზე.

ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის პორტის პროექტიდან გავიდა.

დატოვე კომენტარი