გიგა ბოკერია - ვინც პოპულიზმში დამადანაშაულა, რა იციან, რომელ ღმერთს ვგულისხმობდი, ფრაზა ამერია უბრალოდ
გიგა ბოკერია - ვინც პოპულიზმში დამადანაშაულა, რა იციან, რომელ ღმერთს ვგულისხმობდი, ფრაზა ამერია უბრალოდ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ 12 ოქტომბერს, როცა მოქალაქეებს „გორის დღე“ მიულოცა, საქართველოს გამთლიანებაზე საუბრისას ფრაზა შეეშალა.

ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

„ვინც პოპულიზმში დამადანაშაულა, რა იციან, რომელ ღმერთს ვგულისხმობდი. იქნებ, სხვა ღმერთს ვგულისხმობდი და არა უმრავლესობის. ფრაზა ამერია უბრალოდ. მე ვამბობდი ღმერთმა დაგვიფაროს ყველა, რომ ისევ ომი მოგვიწიოს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გამთლიანდეს სამშობლო-თქო.

ყველაზე კომიკური ამ ყველაფერში კი ის იყო, რომ ამაზე რეაგირება მოახდინეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმაც, დეპუტატებმა, მაგალითად, თინა ბოკუჩავამ და სხვებმა ,„ფეისბუქზე“.  ჩათვალეს, რომ ეს სააკაშვილის განცხადების მარეაბილიტირებელი განცხადება იყო. ეს კომიკურია, რადგან პრობლემა ღმერთის ხსენება კი არ არის, ღმერთის ხსენება ნორმალური ამბავია, პრობლემა არის ის, თუ შენ ამ თემას იყენებ ოპონენტზე თავდასხმისთვის შავრაზმული პოზიციებიდან“,- განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, „ეკლესიური არ არის“.