გიგა ბოკერია - ღმერთმა და ჩვენ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გამთლიანდეს

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერები „გორის დღე 2019“-ს დაესწრნენ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა მოსახლეობას „გორის დღე“ მიულოცეს.

„საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, აქ ახლოს არის ჩვენი მტერი, სამწუხაროდ, საოკუპაციო ხაზი და ღმერთმა და ჩვენ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გამთლიანდეს და ეს ხალხი მყარად იდგეს ფეხზე“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვიდეომასალა „ევროპული საქართველოს“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.