გიგა ბოკერია - ვახოზე, იაგო ხვიჩიაზე კომედი შოუში თუ დამიძახებენ, იქ ვისაუბრებ
გიგა ბოკერია - ვახოზე, იაგო ხვიჩიაზე კომედი შოუში თუ დამიძახებენ, იქ ვისაუბრებ

ვახოზე, იაგოზე კომედი შოუში თუ დამიძახებენ, მხოლოდ იქ ვისაუბრებ, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ იაგო ხვიჩიასა და ნიკა მელიას შორის უთანხმოებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

„ჩემი პოზიციაა, რომ ვახოზე, იაგოზე კომედი შოუში თუ დამიძახებენ, მხოლოდ იქ ვისაუბრებ. რომელიმე კარგ კომედი შოუში თუ დამიძახებენ, სიამოვნებით მოვყვები ჩემს შთაბეჭდილებას, აქ – არა“, – აღნიშნა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, „გირჩის“ წარმომადგენლებთან დაკავშირებით სერიოზულ საუბარს არ აპირებს.

რაც შეეხება კითხვას, განიხილებოდა თუ არა გუშინდელ შეხვედრაზე ოპოზიციური გაერთიანებიდან „გირჩის“ გარიცხვის საკითხი, ბოკერია პასუხობს: ,,მაგ ხალხზე სერიოზულად საუბარს აქ არ ვაპირებ. რას ნიშნავს გარიცხვა, არ მესმის. ეს ხომ იმათ უნდა კითხოთ. უცნაური ამბავი არის, რაღაც სისულელეს მოისმენთ ხოლმე და იმათგან კი არ ითხოვთ განმარტებას – სხვებისგან. ამ ნიაღვარში ჩემს ჩათრევას ცდილობთ და ეს არ მოხდება. სისულელეა, ამიტომ განმარტებას ვერ გავაკეთებ“.

შეგახსენებთ, „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ცუდი საუბარი ჰქონდა. მისი თქმით, „მოეჩვენა, რომ ნიკა მელია ემუქრებოდა“. რაც შეეხება ოპოზიციური გაერთიანებიდან „გირჩის“ გარიცხვის საკითხს, იაგო ხვიჩიას განმარტებით, მისთვის ცნობილია, რომ „გირჩი“ ოპოზიციაში პრობლემად ჩამოყალიბდა.