გიგა ბოკერია - სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ საქართველომ იერუსალიმის სტატუსზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო
გიგა ბოკერია - სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ საქართველომ იერუსალიმის სტატუსზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, გაერო-ში ქართული მხარის დეგელაციის მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობის არმიღება სწორი გადაწყვეტილება იყო. როგორც ჟურნალისტებს ბოკერიამ განუცხადა, ცუდია, რომ ამ საკითხზე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები სხვადასხვა მხარეს აღმოჩდნენ, ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები და მეორე მხრივ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა.

„საქართველო ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართული დიპლომატიური ნაბიჯის, როცა საქმე მის მიერ საკუთარი საელჩოს განთავსებას ეხება. ვთვლი, რომ კენჭისყრაში არმონაწილეობა სწორი გადაწყვეტილება იყო”, – განაცხადა ბოკერიამ.

იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ რეზოლუციას მხარი 128 სახელმწიფომ დაუჭირა, ხოლო იმ ქვეყნების საერთო რაოდენობა, რომლებმაც დოკუმენტს ხმა არ მისცეს, თავი შეიკავეს ან არ გამოცხადდნენ დარბაზში, 65-ა.

ქართულმა დელეგაციამ იერუსალიმის სტატუსზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ რეზოლუციას მხარი 21 დეკემბერს დაუჭირა.