გიგა ბოკერია ნუკრი ქანთარიას პასუხობს - თავისუფლების მუღამი იმაშია, რომ ყველანაირ ხალხს, ძალიან ცუდს, უზნეოს აქვს სიტყვის თავისუფლება
გიგა ბოკერია ნუკრი ქანთარიას პასუხობს - თავისუფლების მუღამი იმაშია, რომ ყველანაირ ხალხს, ძალიან ცუდს, უზნეოს აქვს სიტყვის თავისუფლება

თავისუფლების მუღამი იმაშია, რომ ყველანაირ ხალხს, ძალიან ცუდს, უზნეოს აქვს სიტყვის თავისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უმრავლესობის წარმომადგენლის, ნუკრი ქანთარიას საპასუხოდ განაცხადა.

„მინდა, ნუკრი ქანთარიას გამოვეხმაურო – სრული თავისუფლება გაქვთ თქვენ. თავისუფლების მუღამი იმაშია, რომ ყველანაირ ხალხს, ძალიან ცუდს, უზნეოს აქვს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ ერთი რამ გახსოვდეთ – ქალბატონი ხათუნა საუბრობდა მოსამართლეებზე. შეხედეთ ამ მოსამართლეობის კანდიდატებს იმ კუთხით, თითქოს ოპოზიციაში ხართ. თუ მიგაჩნიათ, რომ არ მოგიწევთ ოპოზიციაში ყოფნა, შეხედეთ თქვენ გვერდით კოლეგებს, რომლებიც ბიძინას გაუბრაზდნენ, კი არადა ბიძინა გაუბრაზდა. დღეს არიან ოპოზიციაში, ბიძინას წყალობიდან გადავარდნენ, მაგ მდგომარეობაშიც გგონიათ, რომ არ აღმოჩნდებით? ნებისმიერ წამს? მაგ კუთხით შეხედეთ ამ მოსამართლეებს. იმ ძველ ამბავს, რაც თავის დროზე მე შეგახსენეთ, შეეშვით, როცა ბოროტება გგონიათ, როცა თქვენ გეხებიან უსამართლოდ და სიკეთე გგონიათ, როცა თქვენ ეხებით სხვას უსამართლოდ, გახსოვდეთ ეგ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ნუკრი ქანთრიამ დღეს გიგა ბოკერიას მიმართა: „თქვენი მოსატყუებელი კბილები დიდი ხანია, მოიცვალა ხალხმა, თან თქვენც დააძრეთ 2012-ში“. ამასთან, გიგა ბოკერიას კვლავ პოლიტიკურ ველზე ყოფნა ქანთარიამ ხელისუფლების მთავარ დანაშაულად შეაფასა.