გიგა ბოკერია კონგრესმენის წერილზე - ყველა ეს განცხადება პირდაპირ ურტყამს ჩვენს პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე
გიგა ბოკერია კონგრესმენის წერილზე - ყველა ეს განცხადება პირდაპირ ურტყამს ჩვენს პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე

ყველა ეს განცხადება პირდაპირ ურტყამს ჩვენს პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა აშშ-ის კონგრესმენის, რესპუბლიკური პარტიის წევრის, მარკუეინ მალინის წერილთან დაკავშირებით.

მისი თქმით, წერილი წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების საერთაშორისო იზოლაციის გაგრძელებას.

„ეს არის ივანიშვილისა და მისი კლოუნების გუნდის საერთაშორისო იზოლაციის გაგრძელება და ბუნებრივი რეაქცია. აქ აქცენტს აკეთებენ კომპანიაზე, თუმცა ერთი კომპანია არ არის არსებითი საკითხი, არსებითი საკითხია საერთოდ კლიმატი, თუ როგორ აზარალებს ის საქართველოს ყველა მიმართულებით. არსებობს წუხილი მათი პრაგმატული და პრინციპული ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილის რეჟიმი მათ ინტერესებს უპირისპირდება. მათ ინტერესში არის ძლიერი, დემოკრატიული საქართველო. ყველა ეს განცხადება პირდაპირ ურტყამს ჩვენს პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე და შტატებში, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან, ასევე ეკონომიკურ მომავალთან, აისახება თითოეული მოქალაქის შანსებზე, სწრაფად გამოვიდეს ამ სიღარიბიდან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი