გიგა ბოკერია - ივანიშვილის პროპაგანდის მიერ იმის აგორება, რომ კონგრესმენების ანგარიშში რაღაც იცვლება, არასერიოზულია
გიგა ბოკერია - ივანიშვილის პროპაგანდის მიერ იმის აგორება, რომ კონგრესმენების ანგარიშში რაღაც იცვლება, არასერიოზულია

ივანიშვილის პროპაგანდის მიერ იმის აგორება, რომ აქ რაღაც იცვლება, არასერიოზულია, ეს არ მოუხსნის პრობლემას არც მას და არც ჩვენს ქვეყანას, რომლის წინაშეც მისმა პოლიტიკამ დააყენა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომლითაც კონგრესმენ დონ ბეიკონის განცხადებას და მმართველი გუნდის შეფასებებს გამოეხმაურა.

კითხვაზე, ის, რომ კონგრესმენი ამბობს, ციტატა მისი დაწერილი არ არის, ამყარებს თუ არა „ქართული ოცნების“ არგუმენტს, ბოკერიამ უპასუხა, რომ რეპორტს ყოველთვის სტაფი წერს, შემდეგ პოლიტიკური ფიგურები უერთდებიან ან – არა.

„ჯერ „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რომელი არგუმენტი აქვს, რადგან ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტები მოვისმინეთ. ერთი იყო, რომ მტრები გვყავსო, მეორეა ოპოზიციის მოსყიდულები არიან, მესამე იყო კონტექსტიდან ამოგლიჯესო. მეთხე იყო კარგი დოკუმენტიაო, მემგონი, კუჭავამ თქვა. რომელ არგუმენტს ამყარებს ვერ გავიგე. საერთოდ არ მესმის ეს კითხვა რატომ გაჩნდა. ყოველთვის რეპორტებს ჩვენს პარლამენტშიც წერს კარგი სტაფი, რომელიც გვყავს. ამ კომენტარში საერთოდ არაფერი არ არის გასაკვირი.

ამ რეპორტებს არც მე არ ვწერ ხოლმე, ამ რეპორტებს სტაფი წერს. მე ხომ ყველაფერი თქვენგან ვიცი, რომ რომელიღაც რუსული ტელევიზიის გადაცემაში მას კითხეს ამაზე და მან თქვა, რომ ეს ნაწილი და ყველაფერი ექსპერტების მომზადებულია. აქედან გამომდინარე, ივანიშვილის პროპაგანდის მიერ აგორება იმის, რომ აქ რაღაცა იცვლება, არასერიოზულია და ეს არ მოუხსნის პრობლემას არც მას და არც ჩვენს ქვეყანას, რის წინაშეც მისმა პოლიტიკამ დააყენა. ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ამ ინსტიტუტის პოლიტიკური დაკვეთით რეპორტს სტაფი წერს. შემდეგ პოლიტიკური ფიგურები ან უერთდებიან ან არა“,- განაცხადა ბოკერიამ.

კონგრესმენ დონ ბეიკონის განცხადებით, კვლევითი კომიტეტის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება, მას არ დაუწერია და ტექნიკური ექსპერტები ჰყავდათ აყვანილი.

საუბარია აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომელსაც კონგრესმენი ბეიკონი თავადაც აწერს ხელს.