გიგა ბოკერია - გრიგოლ ვაშაძისგან ვერ მოვისმინეთ მკაფიო პასუხი, დაუჭერს თუ არა მხარს დავით ბაქრაძეს მეორე ტურში, რაც უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს
გიგა ბოკერია - გრიგოლ ვაშაძისგან ვერ მოვისმინეთ მკაფიო პასუხი, დაუჭერს თუ არა მხარს დავით ბაქრაძეს მეორე ტურში, რაც უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლებისგან ვერ მიიღეს მკაფიო პასუხი კითხვაზე, დაუჭერენ თუ არა მხარს დავით ბაქრაძეს მეორე ტურში.

„ჩვენ მოვისმინეთ გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლების განცხადება ძალიან მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან კითხვაზე, დაუჭერენ თუ არა მხარს დავით ბაქრაძეს მეორე ტურში, სალომე ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ვერ მოვისმინეთ ვერანაირი მკაფიო პასუხი, თავს არიდებენ მკაფიო პასუხის გაცემას, რაც ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას და იმას, რომ მათი სიტყვის ნდობა არ შეიძლება. ჩვენ გვაქვს შეთანხმება ევროპის სახალხო ქოლგის ქვეშ მიღწეული და მათ მიერ ხელმოწერილი. და ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი არავითარი ოპოზიციური ერთობისთვის არ იბრძოდა.

მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები მათი ლიდერებისგან განსხვავებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და მეორე ტურში მხარს დაუჭერენ დავით ბაქრაძეს, რადგან არ დავუშვათ ივანიშვილის სამარცხვინო კანდიდატის გამარჯვება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ გრიგოლ ვაშაძეს კითხვით მიმართა, დაუჭერს თუ არა მხარს დავით ბაქრაძეს მეორე ტურში.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არ აკონკრეტებენ, მიიღებენ თუ არა გიგა ბოკერიას შეთავაზებას, რომ მეორე ტურში დავით ბაქრაძეს დაუჭირონ მხარი.