გიგა ბოკერია - „ფეისბუქთან“ დაკავშირებული კვლევა არის პირდაპირ მტკიცებულება, როგორ მტრობდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება
გიგა ბოკერია - „ფეისბუქთან“ დაკავშირებული კვლევა არის პირდაპირ მტკიცებულება, როგორ მტრობდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ „ფეისბუქის“ მიერ საქართველოში შექმნილი ანგარიშების გაუქმება, პირდაპირ მტკიცებულებაა იმისა, როგორ მტრობდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება.

როგორც გიგა ბოკერიამ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხის მსგავსი ყოვლისმომცველი შესწავლა აქამდე არ მომხდარა.

„ასეთი ყოვლისმომცველი შესწავლა ამ საკითხის აქამდე არ მომხდარა და ამაში არ ყოფილა ჩართული თვითონ სოციალური მედიის ლიდერი მსოფლიოში „ფეისბუქი“. ეს კვლევა „ფეისბუქთან“ ერთად ჩატარებული ამ ლაბორატორიის მიერ, რომელიც ატლანტიკურ საბჭოსთან არსებობს, არის უბრალოდ მტკიცებულება, პირდაპირ მტკიცებულება იმისი, როგორ მტრობდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამ სამარცხვინო ლიდერის, ივანიშვილის მეთაურობით“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ამ საკითხზე სრულფასოვანი გამოძიება უნდა ჩატარდეს.

„სრულფასოვანი გამოძიება ჩატარდეს და შეიძლება, მივიღოთ კიდევ უფრო მეტი  პასუხები იმაზე, როგორ, რანაირად და რა დავალებებით მოქმედებდა ის ხალხი, რომელიც ჩვენთვის ისედაც ცნობილი იყო, რომ ამ ბინძურ სამუშაოს ასრულებდა“,  – აცხადებს ბოკერია.

სოციალურმა ქსელმა, „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან და „ინსტრაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 არაავთენტური ანგარიში წაშალა. „ფეისბუქის“ ინფორმაციით, საუბარია ყალბ ანგარიშებზე, ჯგუფებსა და გვერდებზე, რომლის უკან მდგომი პირებიც ერთმანეთთან კოორდინაციით ქმნიდნენ ქსელს და ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ადგილობრივი აუდიტორია, მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ.