გიგა ბოკერია - „ენდიაის“ კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში ცვლილებებია საჭიროა
გიგა ბოკერია - „ენდიაის“ კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში ცვლილებებია საჭიროა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია „ენდიაის“ კვლევას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობას ცვლილებების მოლოდინშია.

მისი თქმით, სწორედ „ევროპული საქართველო“ აპირებს მოსახლეობის მოლოდინი ცვლილებებთან დაკავშირებით, დააკმაყოფილოს.

„მთავარი გზავნილი, რაც ამ კვლევაშია, არის დაკვეთა გარდამტეხ პირობებში. საჭიროა, ვითარების შეცვლა. სრულიად საპირისპირო სურათია იმისა, რაც ივანიშვილისგან მოვისმინეთ, რომ ყველაფერი კარგად არის და არაფერი შეიცვლება. ცვლილებებია მოსატანი ქვეყანაში და ამ ცვლილებებს ითხოვს ხალხი. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს მოლოდინი დავაკმაყოფილოთ ჩვენი ცვლილებების გეგმით“, – განაცხადა ბოკერიამ.

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს (88 პროცენტი), თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას (59 პროცენტი).

ენდიაის“ საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხები ძირითადად ეკონომიკას ეხება და ისინი კანდიდატებისგან პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარს მოელიან.