გიგა ბოკერია - სხვისი განცხადების გამო ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება
გიგა ბოკერია - სხვისი განცხადების გამო ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება

ჩვენი პოზიცია არის ის, რაც არის. სხვისი განცხადების გამო ხომ არ შეიცვლება ჩვენი პოზიცია. ჩვენ, „ევროპული საქართველოს“ ასე ხომ არ ვიქცევით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„თუ ირკვევა, რომ ბოიკოტი ეფექტურად დასრულებულია, ახლა ჩვენს პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება, არც თავს ვიტყუებთ, არც თქვენს მოტყუებას ვცდილობთ“, – განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ბოკერია აცხადებს, რომ საკითხი არარელევანტურია.

„ამაზე იმდენჯერ მაქვს შეფასებები გაკეთებული, არარელევანტური საკითხია დღეს. იმდენჯერ მაქვს მოსმენილი ეს განცხადება, რომ არ მიმაჩნია რელევანტურად ამაზე ყურადღების გამახვილება“, – განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა.