გიგა ბოკერია - ჩვენი ამოცანა უცვლელია, გვინდა გონივრული კომპრომისი, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა მოიცავდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და სვლას ვადამდელი არჩევნებისკენ
გიგა ბოკერია - ჩვენი ამოცანა უცვლელია, გვინდა გონივრული კომპრომისი, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა მოიცავდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და სვლას ვადამდელი არჩევნებისკენ

ჩვენი ამოცანა არის უცვლელი. ჩვენ გვინდა გონივრული კომპრომისი, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა მოიცავდეს პოლიტპატიმრების, მელიას და რურუას გათავისუფლებას და სვლას ვადამდელი არჩევნებისკენ. კომპრომისიც ჩვენივე შეთავაზებული გვაქვს პლებისციტის სახით და ბუნებრივია, ვადებზე უნდა ვისაუბროთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან პლებისციტი სერიოზული დათმობაა.

„რეალურ გამოსავალს სჭირდება ნორმალური არჩევნები, პოლიტიკური დევნის გაჩერება და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიან არჩევნებში დამარცხება, მაგრამ ეს პროცესი უნდა დაიწყოს და ამისთვის ჩვენ ყველა შანსის გამოყენებას ვაპირებთ, სადაც შესაძლებლობა იქნება გონივრული კომპრომისის. ჩვენი ჩარჩოები ცნობილია, ჩვენი კომპრომისი შეთავაზებულია პლებისციტის სახით. ეს ძალიან სერიოზული დათმობაა. იმაზე დაყრდნობით რაც მე გითხარით, თუ იქნება ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმული მმართველი პარტიისგან, ჩვენ მოწადინებული ვართ. ოღონდ, ბუნებრივია შეთანხმება უნდა იყოს ისეთი, რომელიც რეალურად დაიწყებს ქვეყნის გამოყვანას კრიზისიდან. მუდმივი კომუნიკაცია არსებობს პოლიტიკურ სპექტრს და დიპლომატიურ კორპუსს შორის“, – განაცხადა ბოკერიამ.

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დაგეგმილი შეხვედრა 17:00 საათზე გაიმართება.