გიდეონ საარი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგეების მიერ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ზეიმი ნაადრევია და პრემიერ-მინისტრის პარტია „ლიკუდი“ ისრაელში ყველაზე დიდი პარტიაა

01:49, 28.10.2026

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგეების ზეიმი ნაადრევია.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგების მიუხედავად, „ლიკუდი“ ისრაელში ყველაზე დიდ პარტიად რჩება.

„მემარცხენეების ზეიმი ნაადრევია. მიკერძოებული პოლიტიკური მიმომხილველების თვითკმაყოფილება სასაცილოა. როგორც ჩანს, ერთი რამ ცხადია, „ლიკუდი“ ისრაელში ყველაზე დიდი პარტიაა“, – წერს საარი სოციალურ ქსელში.

მანამდე, პარტია „იაშარის“ ლიდერმა, გადი აიზენკოტმა განაცხადა, რომ ეგზიტპოლის შედეგები ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიმართ სრულ უნდობლობაზე მიუთითებს.

ცნობისთვის, ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობის მოპოვებას ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს, თუმცა, ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგე პოლიტიკური ბლოკი, ჯამში, მეტ მანდატს მიიღებს, ვიდრე მისი მხარდამჭერი ბლოკი.

მსგავსი