გიბრალტარის მთავარი მწვრთნელი - სიურპრიზი ერევანში შევძელით, მაგრამ საქართველოსთან ეს შეუძლებელი აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრებთან ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩის წაგების (3:0) შემდეგ, მედიასთან გიბრალტარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხულიო სესარ რიბასმა მასპინძლების უპირატესობა აღიარა.
ხულიო სესარ რიბასმა არ დამალა, რომ გარკვეულ ილუზიაშიც იყო, როდესაც სიურპრიზის მოწყობას იმედოვნებდა, მაგრამ მისი იმედები არ გამართლდა.
„საქართველოს ნაკრებმა ეს გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა. გვქონდა ორი რეალური შანსი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ და შემდეგ დაცვაში ძალიან სერიოზული შეცდომები დავუშვით. არ დავმალავ, გვქონდა იმედი და გარკვეული ილუზიაც, რომ სასურველ შედეგს მივაღწევდით, მაგრამ ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა. ის სიურპრიზი, რაც სომხეთთან გამოგვივიდა, თბილისში შეუძლებელი აღმოჩნდა – საქართველოს ნაკრების მწვრთნელზე არაფერს ვიტყვი, ძლიერი გუნდია და კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულია“, – ამბობს ხულიო სესარ რიბასი.