გიორგი პაპუნაშვილი - ნაკრების და ჩემს თამაშს დადებითად შევაფასებ
გიორგი პაპუნაშვილი - ნაკრების და ჩემს თამაშს დადებითად შევაფასებ

გიორგი პაპუნაშვილი საქართველოს ნაკრებში დაბრუნდა და თავი ოფიციალურ შეხვედრაში გატანილი პირველი გოლით გამოიჩინა.

ესპანური „რეალ სარაგოსას“ ქართველი შემტევი ნახევარმცველი გიბრალტართან მოედანზე 47-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად გამოჩნდა, გოლი კი 59-ე წუთზე გაიტანა.

„შეუძლებელია, ნაკრებმა კარგად ვერ ითამაშოს და შენ გახარებული დარჩე – ასეთი რამ არ ხდება. ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ და მთლიანობაში, ნაკრების და ჩემს თამაშს დადებითად შევაფასებ. გუნდმა ბევრი მომენტი შექმნა, სამი გოლი გაიტანა და მოიგო, მე კი ნაკრებში ტრავმების შემდეგ გოლით დავბრუნდი“, – ამბობს პაპუნაშვილი.

24 წლის შემტევი ნახევარმცველი დანიასთან რთული შეხვედრის მოლოდინშია.

„დანიასთან უფრო დაძაბული თამაში გველოდება. მაგრამ ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იქნება და მოედანზე სწორედ ამ განწყობით უნდა გავიდეთ“, – აღნიშნა პაპუნაშვილმა.

დატოვე კომენტარი