გია ვოლსკი - ყველამ იცის, რომ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მოკავშირე ევროპელია
გია ვოლსკი - ყველამ იცის, რომ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მოკავშირე ევროპელია

„ევროპელ პარლამენტართან ან სენატორთან დაპირისპირების ატმოსფეროს შექმნა, რასაკვირველია, საქართველოში პოლიტიკურ ველს აზიანებს და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ მაქსიმალურად კონსტრუქციულები, მაგრამ ყველამ იცის, რომ  ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მოკავშირე ევროპელია“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკიმ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერის მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა. გია ვოლსკის თქმით, ევროპარლამენტარმა თავადაც კარგად იცის, რომ მასალები, რომელიც არსებობს, „უნდა შეისწავლო, ნახო და ამ მასალების საფუძველზე უნდა დააყენო საკითხი შემდეგ ინსტანციაში“.

„ყველას ახსოვს ევროპარლამენტარების აქტივობა, თუნდაც, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და სტარსბურგმა აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება გამოიტანა, ისე როგორც, სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ადგილი ჰქონდა წამების ფაქტებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.​