ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი - ყველა მხარემ უნდა დაიცვას ტექსტი და 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება
ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი - ყველა მხარემ უნდა დაიცვას ტექსტი და 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება

ყველა მხარემ უნდა დაიცვას ტექსტი და 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება, – ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ეს ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ განზრახვების ლაკმუსის ტესტია“, – წერს ევროპარლამენტარი.

ამასთან, მაიკლ გალერი საქართველოში თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს.

​„ისინი ნიადაგს ცდიან, კვლავ ელოდებიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ისინი ელოდებიან. ეს აუცილებელია, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები უნდა ჩატარდეს“, – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერში“.