გია ვოლსკი -„ტყის კოდექსით“ ეკლესიას არანაირი პრივილეგია არ ეძლევა, კრიტიკის აზრი არის ეკლესიაზე შეტევა, რაც ოპონენტების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა
გია ვოლსკი -„ტყის კოდექსით“ ეკლესიას არანაირი პრივილეგია არ ეძლევა, კრიტიკის აზრი არის ეკლესიაზე შეტევა, რაც ოპონენტების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ტყის კოდექსით“ ეკლესიას არანაირი პრივილეგია არ ენიჭება და კრიტიკა უკავშირდება ეკლესიაზე, იგივე სახელმწიფოს ერთ-ერთ ისტორიულ ბურჯზე შეტევას, რაც ოპონენტების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

„მიწების დაახლოებით სამი მილიონი ჰექტარიდან გარკვეული რაოდენობა, საკმაოდ მცირე აქვთ ეკლესია-მონასტრებს. მაგალითად, ნეკრესის მონასტერს გარკვეული მიწის ნაკვეთი გააჩნია, რომლის არათუ გადაცემა ხდება, არამედ არსებული ფორმა, რითიც ეკლესიის გარშემო მიწა მისთვის არის დამტკიცებული, გადაცემის ფორმის იურიდიული მხარე იცვლება.

ამაში ახალი არაფერი არ ხდება. ეკლესიის მიერ გაჩანაგებული არც ტყე და არც მიწა არ გვინახავს. ისეთი ფართობის მიწაზეა საუბარი, რომ შეუძლებელია, ეს იყოს დანაკლისი სოფლის მეურნეობისთვის ან საზოგადოებისთვის. აქ კრიტიკის აზრი მხოლოდ ერთადერთია – ეკლესიაზე, იგივე სახელმწიფოს ერთ-ერთ ისტორიულ ბურჯზე შეტევა, რაც ჩვენი ოპონენტების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ეკლესიას ამ კანონით არანაირი პრივილეგია არ ეძლევა“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტმა „ტყის კოდექსის” კანონპროექტი დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.