გია ვოლსკი - შეძახილები, რაც გვესმის, არა მხოლოდ პატრიარქის ან ეკლესიის, არამედ საქართველოს, მისი ისტორიის შეურაცხმყოფელია
გია ვოლსკი - შეძახილები, რაც გვესმის, არა მხოლოდ პატრიარქის ან ეკლესიის, არამედ საქართველოს, მისი ისტორიის შეურაცხმყოფელია

მიმდინარე პროცესებში ნებისმიერი უხეში ჩარევა, კარნახი და შეძახილები, რაც გვესმის, არა მხოლოდ პატრიარქის ან ეკლესიის, არამედ საქართველოსა და მისი ისტორიის შეურაცხმყოფელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, პოლიტიკურ ასპარეზზე მსახიობები არ იცვლებიან.

„რა პროცესებსაც ვადევნებთ თვალს, პრემიერ-მინისტრი ზუსტად ამაზე ლაპარაკობს. ქვეყნის სტაბილურობას დარტყმები ყველა მიმართულებით მიაყენეს. სასიხარულოდ, ეს ვერ შეძლეს. ახლა ამ თემის გამოყენება თუ წინაპირობების შექმნა ზუსტად იგივე საზოგადოების მიერ არის მხარდაჭერილი კომენტარებიდან, ქცევებიდან და მოქმედებებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ოპონენტები მიმართავენ. ეკლესიასაც თავისი გარკვეული წესები აქვს, რითაც მოქმედებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გუშინ განვითარებულ მოვლენებს დღეს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა და სახელმწიფოსა და ეკლესიაზე შეტევა უწოდა.