გიორგი გახარია - რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსთან მიმართებაში, როგორც ჩანს, დღეს გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით ეკლესიაში შეიტანონ გაურკვევლობა
გიორგი გახარია - რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსთან მიმართებაში, როგორც ჩანს, დღეს გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით ეკლესიაში შეიტანონ გაურკვევლობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გუშინ განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფოსა და ეკლესიაზე შეტევას უწოდებს.

როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას აღნიშნა, გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ, ქვეყანას ზიანი მიაყენონ სხვადასხვა სახის პროვოკაციით.

„ასეთი მცდელობა ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ხნის წინ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსთან და მთავრობასთან მიმართებაში. დღეს, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. ეს არის დაუშვებელი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიისა და სახელმწიფოებრიობის. არავის მივცემთ უფლებას, სახელმწიფოსა და  ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.