გია ვოლსკი - სერგეი გავრილოვის სახელმწიფოს მიმართ სერიოზული პრეტენზიები გვაქვს, მაგრამ ჩვენს საერთაშორისო პრესტიჟსს ვერ დავაზიანებთ
გია ვოლსკი - სერგეი გავრილოვის სახელმწიფოს მიმართ სერიოზული პრეტენზიები გვაქვს, მაგრამ ჩვენს საერთაშორისო პრესტიჟსს ვერ დავაზიანებთ

სერგეი გავრილოვის სახელმწიფოს მიმართ სერიოზული პრეტენზიები გვაქვს, მაგრამ ჩვენს საერთაშორისო პრესტიჟსს ვერ დავაზიანებთ, თუ მას „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დარღვეული არ აქვს – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის თქმით, გავრილოვის განცხადებები და მოქმედებები შეიძლება საქართველოს ინტერესებს უპირისპირდებოდეს, მაგრამ საერთაშორისო პრესტიჟი და თბილისის მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის დედაქალაქად ქცევა, პოლიტიკურად გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობისაა, ვიდრე გავრილოვის პერსონა.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რამდენიმე წლის წინ ჩატარდა. სანამ რუსეთის დელეგაციამ არ განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს უჭერდა, იქამდე განცხადებები იყო გაკეთებული, რომ დუმის წევრების საქართველოში დაშვება არ შეიძლებოდა. გვახსოვდეს, რომ მართმადიდებლობის ასამბლეა საერთაშორისო ფორუმია. გვახსოვდეს, რომ 26 წელია, ეს ფორუმი არსებობს და საერთაშორისო დონეზე საქართველოს პრესტიჟი თუნდაც ამ კონფერენციის ჩატარებით გაცილებით უფრო ძვირი ღირს და გაცილებით უფრო წონიანია, ვიდრე ამ შემთხვევაში გავრილივის პერსონა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვევა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესია, დღეს, 19:00 საათზე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საინაუგურაციო სხდომით გაიხსნება.