გია ვოლსკი - საზოგადოების უმრავლესობა სწორად აფასებს შექმნილ მდგომარეობას და ადგილი არ იქნება ჩარკვიანის, ხოშტარიას და სხვების გააფთრებული სურვილისთვის, როგორმე შეიქმნას დესტაბილიზაცია
გია ვოლსკი - საზოგადოების უმრავლესობა სწორად აფასებს შექმნილ მდგომარეობას და ადგილი არ იქნება ჩარკვიანის, ხოშტარიას და სხვების გააფთრებული სურვილისთვის, როგორმე შეიქმნას დესტაბილიზაცია

ვფიქრობ, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სწორად აფასებს შექმნილ მდგომარეობას და ადგილი არ იქნება თაკო ჩარკვიანის, ხოშტარიას და სხვების გააფთრებული სურვილისთვის, როგორმე დესტაბილიზაციამ დაისადგუროს საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის იმ განცხადებაზე, სადაც ჩარკვიანი აღნიშნავს: „ერთი დიდი აქცია დაიკიდება საკიდზე, სერიოზულად ვემზადებით, მტერია კარზე მომდგარი“.

„ზოგადად, თაკო ჩარკვიანს უცნაური გამონათქვამები აქვს, მაგრამ ფაქტია, ადამიანებმა ჯერ კიდევ ვერ გაითავისეს, მათ შორის, სამწუხაროდ, არიან პოლიტიკოსებიც, ისეთი ადამიანებიც, ვინც სიღრმისეულად ვერ ჩაწვდა რეალობას, რა ხდება დღეს საქართველოსა და მსოფლიოში, რა საფრთხეები ემუქრება ქვეყანას. კვლავ ასე გააფთრებით უტევენ ქვეყანას, მის სტაბილურობას, მის ინტერესებს. ვფიქრობ, ამ ვითარებაში საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სწორად აფასებს შექმნილ მდგომარეობას და ადგილი არ ექნება თაკო ჩარკვიანის, ხოშტარიას, სხვების და სხვების გააფთრებულ სურვილს და მონდომებას, რომ როგორმე შეიქმნას დესტაბილიზაცია, დესტაბილიზაციამ დაისადგუროს საქართველოში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.