გია ვოლსკი - გიორგი მარგველაშვილმა საკმაოდ მკვახე განცხადება გააკეთა, ეს იყო უხეში თავდასხმა ოპონენტ მხარეზე
გია ვოლსკი - გიორგი მარგველაშვილმა საკმაოდ მკვახე განცხადება გააკეთა, ეს იყო უხეში თავდასხმა ოპონენტ მხარეზე

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა საკმაოდ მკვახე განცხადება. ეს იყო ერთ-ერთი კანდიდატის მიმართ არა მხოლოდ აშკარა მხარდაჭერა და კეთილგანწყობა, არამედ უხეში თავდასხმა ოპონენტ მხარეზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს არ შეესაბამება არც ამ პიროვნების სტატუსს და გარკვეულწილად, ჯენტლმენური შეთანხმებაც არსებობს, რომ არ გაკეთდეს ასეთი განცხადებები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ ხმა მისცა ადამიანს, რომელიც მისი თქმით, ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებსა და მათ ინტერესებს.