გია ვოლსკი - საპარლამენტო უმრავლესობიდან დამატებით დეპუტატების წასვლის წინაპირობა არ არსებობს
გია ვოლსკი - საპარლამენტო უმრავლესობიდან დამატებით დეპუტატების წასვლის წინაპირობა არ არსებობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ რამდენიმე დეპუტატის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის შემდეგ, სხვა წევრების მხრიდან ანალოგიურ ნაბიჯს არ ელოდება.

„დღეს საკითხი უმრავლესობის შენარჩუნებაზე არ დგას. უმრავლესობის შენარჩუნება-არშენარჩუნებაზე კითხვის დასმა გადაცემებს უფრო მეტ სიმწვავეს მატებს, თუმცა ამის რეალური წინაპირობა არ არსებობს. ადამიანები გადიან ფრაქციიდან და ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია. ზოგს ცალკე პოლიტიკური მიზნები აქვს, ზოგი ერთმანეთს ცალკეული თემატური პრინციპით უპირისპირდება. მთავარია, მედია იყოს მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებას სრული და გამჭვირვალე ინფორმაცია ჰქონდეს. ვინც ჩვენ უკვე ვიცით, ის მიდის უმრავლესობიდან.

დამატებით დეპუტატების წასვლას არ ველოდები. უკვე ვიცით დეპუტატების შესახებ, რომლებმაც სასამართლო თემებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს. ამის შემდეგ ერთ გუნდში ყოფნა მიზანშეწონილი არ იქნებოდა, მაგრამ თემატური საკითხები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სკანდალური გაცილებები, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი ამბავია,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვეს.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობა შესაძლოა დატოვონ ფრაქცია ,,სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა და კიდევ რამდენიმე წევრმა.