გია ვოლსკი - სანქციები უნდა შეეხოს ყველას, ვინც არღვევს იმ სისტემას, რომელიც შეიქმნა აგრესორი რუსეთის საწინააღმდეგოდ
გია ვოლსკი - სანქციები უნდა შეეხოს ყველას, ვინც არღვევს იმ სისტემას, რომელიც შეიქმნა აგრესორი რუსეთის საწინააღმდეგოდ

სანქციები უნდა შეეხოს ყველას, ვინც არღვევს იმ სისტემას, რომელიც შეიქმნა აგრესორი რუსეთის საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა რუსეთის სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის წევრის, მაიკლ მაკფოლის განცხადებაზე, რომ მათ მიზანმიმართულად გადაწყვიტეს, არ გააფართოონ რეკომენდაცია რუსეთს გარეთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ინდივიდუალურ სანქციებზე.

„ამ კომისიაში ასევე არის ერმაკი. საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები ჰქონდა მათ მიმართ ამერიკის კონგრესში უკრაინული წარმოშობის ერთ-ერთ კონგრესმენს. რასაკვირველია, სანქციები უნდა შეეხოს ყველას, ვინც არღვევს იმ სისტემას, რომელიც შეიქმნა აგრესორი რუსეთის საწინააღმდეგოდ. ვფიქრობ, სრული ინფორმაცია ამის თაობაზე, ყოველ შემთხვევაში ფინანსური ოპერაციების თაობაზე, ახლახან იყო გადმოცემული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მადლობა ღმერთს იქ არ ფიგურირებს, ეჭვიც კი კითხვის ნიშანიც არ არსებობს საქართველოს მიმართ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.