გია ვოლსკი - საინტერესო იყო იმის ხაზგასმა, რომ რაც გავაკეთეთ უპრეცედენტოა, მოსამართლეების შერჩევის სისტემა ფაქტობრივად არ არსებობდა
გია ვოლსკი - საინტერესო იყო იმის ხაზგასმა, რომ რაც გავაკეთეთ უპრეცედენტოა, მოსამართლეების შერჩევის სისტემა ფაქტობრივად არ არსებობდა

საინტერესო იყო იმის ხაზგასმა, რომ უპრეცედენტოა, რაც გავაკეთეთ, სისტემა მოსამართლეების შერჩევისა ფაქტობრივად არ არსებობდა, მაგრამ არის გარკვეული შენიშვნები გასათვალისწინებელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს.

ვოლსკი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას შეეხება.

„საინტერესო დასკვნაა, საინტერესო იყო იმის ხაზგასმა, რომ უპრეცედენტოა, რაც გავაკეთეთ. მართლაც, სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა. სისტემა მოსამართლეების შერჩევისა არ არსებობდა ფაქტობრივად და პრეზიდენტის ნებაზე იყო მინდობილი, მაგრამ არსებობს გარკვეული შენიშვნები, ბევრი გასათვალისწინებელია. რაც შეეხება ცალკეულ შენიშვნებს უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, არ არის ის საკითხი, რომელსაც ასე უნდა აფასებდეს. პირიქით, მოწოდებები იყო და ყოველთვის იქნება, რომ მოსამართლის დამოუკიდებლობა არის გარანტირებული, მაშინ როდესაც მას არ აქვს შიში, რომ მის კარიერულ წინსვლას აღუდგეს წინ. უვადოდ დანიშვნა ერთ-ერთი მექანიზმია ამისათვის, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი.

გარდა ამისა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი არის შეფასებული კომპეტენტური სტრუქტურების მიერ და ძალიან კარგია, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ოცეულში ძალიან მყარად იმკვიდრებს ადგილს“,- განაცხადა ვოლსკიმ.