გია ვოლსკი - საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დააყენო, ასეთი პოლიტიკური თამაშები პრეზიდენტისთვის შესაფერისი არ არის, მის ინსტიტუტს არ ეკადრება
გია ვოლსკი - საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დააყენო, ასეთი პოლიტიკური თამაშები პრეზიდენტისთვის შესაფერისი არ არის, მის ინსტიტუტს არ ეკადრება

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დააყენო. ასეთი პოლიტიკური თამაშები პრეზიდენტისთვის შესაფერისი არ არის, მის ინსტიტუტს არ ეკადრება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

გია ვოლსკის თქმით, პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიოში ცესკო-ს შემადგენლობას უმრავლესობით როცა ირჩევენ, ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს და არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის.

„ნებისმიერმა რადიკალურმა ოპოზიციონერმა კარგად იცის, რომ საარჩევნო სისტემა არ და ვერ დაუშვებს, ვინმემ სცადოს და არჩევნების გაყალბება გამოუვიდეს. არჩევნები არც ადრე გაყალბებულა, მაგრამ ამ დონის ტექნიკური უზრუნველყოფა არასოდეს ყოფილა. აქედან გამომდინარე, ეს პოლიტიკური თამაშები პრეზიდენტისთვის შესაფერისი არ არის, მის ინსტიტუტს არ ეკადრება.

პრეზიდენტმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომ მსოფლიოში ცესკო-ს შემადგენლობას უმრავლესობით როცა ირჩევენ, ეს კონკრეტული ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს და არა რომელიმე პოლიტიკური გუნდისგან, მაშინ როცა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის მაგალითი არაერთხელ ყოფილა. მან ზუსტად იცის, რომ დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის ოპოზიციის რევოლუციური სცენარი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცედურა.