გია ვოლსკი - სააკაშვილი ჭაობში ჩაეფლო და ნიკა მელიამ ახალი ლიდერის ფუნქციის შესრულება დაიწყო
გია ვოლსკი - სააკაშვილი ჭაობში ჩაეფლო და ნიკა მელიამ ახალი ლიდერის ფუნქციის შესრულება დაიწყო

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჭაობში ჩაფვლის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი ლიდერის შექმნის დრო მოვიდა და ნიკანორ მელიამ ამ ფუნქციის შესრულება დაიწყო.

ჟურნალისტებთან საუბარში ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„მათი მხრიდან ფრაქციის სხდომაზე უცხო ხალხის მოყვანა და დისკუსიაში ჩართვა რეგლამენტის დარღვევაა, თან შეურაცხმყოფელი სიტყვები ისაა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავის პოლიტიკად თვლის და მას შემდეგ იყენებს, რაც სააკაშვილი ჭაობში ჩაეფლო. ახლა ახალი ლიდერის შექმნის დრო მოვიდა და ამ ფუნქციის შესრულება დაიწყო ნიკანორ მელიამ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, გუშინ, ახალი მთავრობის წევრებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.

 

დატოვე კომენტარი