გია ვოლსკი - ოკუპაციის წინაშე რომ დგახარ და თვალებში ჩაცქერი ხალხს, ვინც ოკუპაცია მოახდინა, მეტი ყურადღებაა საჭირო
გია ვოლსკი - ოკუპაციის წინაშე რომ დგახარ და თვალებში ჩაცქერი ხალხს, ვინც ოკუპაცია მოახდინა, მეტი ყურადღებაა საჭირო

ოკუპაციის წინაშე რომ დგახარ და თვალებში ჩაცქერი ხალხს, ვინც ოკუპაცია მოახდინა, მეტი ყურადღებაა საჭირო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ვფიქრობ, გუშინ გარკვეული პროვოკაცია იყო. ოკუპაციის წინაშე რომ დგახარ და თვალებში ჩაცქერი ხალხს, ვინც ოკუპაცია მოახდინა, მეტი ყურადღებაა საჭირო, მეტი სიბრძნეა საჭირო. მუდმივად საჭიროა იმ მტკიცე პოზიციის შენარჩუნება, რის გამოც მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ოკუპანტ ძალას თავისი დამოკიდებულება აჩვენა. რაც შეეხება ამ ზონაში შესვლის სურვილს, რადგან ხელისუფლება კონკრეტულად ძალოვანი სტრუქტურები მიიჩნევენ, რომ ჯერ ამის დრო არ არის, ნდობაც უფრო მეტი უნდა გქონდეს. ძალიან გამოკვეთილია მცდელობა, რომ როგორმე დაძაბონ სიტუაცია და როგორმე პოლიტიკურ ჭრილში ან პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად მეტი იღვაწონ, ვიდრე ბრძნულად იფიქრონ შექმნილ სიტუაციაზე“, – განაცხადა ვოლკსიმ.

სოციალურ ქსელში ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებდა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.

 

დატოვე კომენტარი