გია ვოლსკი - მწვავე შეკითხვებით უნდა გავარკვიოთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთაგან ვინ იმსახურებს მხარდაჭერას და ვინ - არა
გია ვოლსკი - მწვავე შეკითხვებით უნდა გავარკვიოთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთაგან ვინ იმსახურებს მხარდაჭერას და ვინ - არა

სექტა კლანის წევრობას აბრალებს, თუ კლანი არსებობს და სექტას სექტობას აბრალებს, ეს არის მეორეხარისხოვანი საკითხი, რომელიც ფერმკრთალდება იმ რეალობასთან, რაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ინდივიდუალური განხილვაზე განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, სექტაში „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობს.

მისივე თქმით, მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ ყველა მწვავე შეკითხვა უნდა დაისვას და ამ გზით გაირკვეს, ვინ იმსახურებს პარლამენტის მხარდაჭერას.

„არსებობს მოცემულობა და ამ მოცემულობაში ჩვენი შეკითხვებით, მათ შორის მწვავე შეკითხვებით უნდა გავარკვიოთ, ვინ იმსახურებს მხარდაჭერას და ვინ არა. სექტა განცხადებებს აკეთებს, „ნაცმოძრაობას“ ვგულისხმობ რასაკვირველია. როდის გვახსოვს ან გამჭირვალე გამოკითხვები ჰქონოდეთ ზუსტად იმ წევრების, რომლებიც დღეს სასამართლოში არიან. ზუსტად ის ხალხია, რომელზეც ეგენი მაინც უნდა გაჩერდნენ და ხმა არ ამოიღონ, რადგან ეს არის რეალობა, რომელიც დაგვრჩა და რომელიც არაკონსტიტუციური გზით ვერ შეიცვლება. ასე რომ, მწვავე შეკითხვებიც იქნება და წინასწარ შეფასებების მიცემა არ მგონია სწორი იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვას ორშაბათიდან იწყებს.