გია ვოლსკი - მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნონა მიხელიძეს უფრო მეტი ყურადღების მიქცევა უნდა, ვიდრე ეკუთვნის
გია ვოლსკი - მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნონა მიხელიძეს უფრო მეტი ყურადღების მიქცევა უნდა, ვიდრე ეკუთვნის

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის მოსაზრებით, ექსპერტ ნონა მიხელიძეს უფრო მეტი ყურადღების მიქცევა უნდა, ვიდრე ეკუთვნის

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, კარგია, რომ მიხელიძის ანგარიშს პასუხი მოჰყვა, რაც დემოკრატიული პროცესია და ამაში არაორდინალური არაფერია.

„ყველა ადამიანს თავისი აზრის გამოთქმის უფლება აქვს. თქვენც შეგიძლიათ, ალტერნატიული მოხსენება დაწეროთ. ამის უფლება ნონა მიხელაძესაც აქვს, თუმც მისი შეფასების უფლებაც ხალხს აქვს. მას უნდა, უფრო მეტი ყურადღება მიიქციოს, ვიდრე ეკუთვნის. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ 30 აგვისტოს ანგარიში მოისმინეს. 

კომიტეტში ანგარიში მომხსენებლის, ანდრეი მამიკინსის სახელით ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ წარადგინა. მისი განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში აჩვენებს, რამდენად შორს წავიდნენ ქართველები ევროინტეგრაციის გზაზე.

გარდა ამისა, მიწვეულმა ექსპერტმა ნონა მიხელიძემ ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის ალტერნატიული ვარიანტი წარადგინა, რომელიც ძირითადი მოხსენებისგან განსხვავებით, მწვავედ კრიტიკული იყო.